დონალდ ტრამპმა იმიჯი შეიცვალა - აშშ-ს პრეზიდენტის მუქმა თმის ფერმა ინტერნეტში ხმაური გამოიწვია

დონალდ ტრამპმა იმიჯი შეიცვალა - აშშ-ს პრეზიდენტის მუქმა თმის ფერმა ინტერნეტში ხმაური გამოიწვია

დონალდ ტრამპმა იმიჯი შეიცვალა. აშშ-ს პრეზიდენტი, რომელიც თავისი ოქროსფერი ქერა თმითაა ცნობილი, გოლფის კლუბში პარასკევს ახალი, შავგვრემანი იერით გამოჩნდა.

ტრამპის მუქმა თმის ფერმა ინტერნეტში ხმაური გამოიწვია, რადგან ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, თავისი საფირმო იმიჯი შეეცვალა.

ერთმა ამერიკელმა ინტერნეტმომხმარებელმა ონლაინ დაწერა: "ზაფხული თითქმის მიილია და ბუნებრივად, უკვე დროა, რომ ქერადან მუქ თმაზე გადავიდეთ". კიდევ ერთი კი წერდა: "ძალიან მომწონს, უფრო ახალგაზრდულია. პირს ბროსნანს მაგონებს".

შაბათს პრეზიდენტი Fox News-ის წამყვან ბრეტ ბაიერთან და კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად გოლფის სათამაშოდ გავიდა, თუმცა მას წითელი კეპი ეხურა წარწერით "ტრამპი ყველაფერში მართალი იყო", რამაც ხელი შეუშალა დაინტერესებულ ადამიანებს, დაეზუსტებინათ, ნამდვილად მუქად ჰქონდა თმა შეღებილი მათ პრეზიდენტს, თუ არა.

პრეზიდენტად გახდომამდეც კი, ტრამპის თმა საზოგადოებაში სპეკულაციის საგანი იყო. ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ ტრამპი პარიკს იყენებდა, ან რაიმე სახის პროცედურას იტარებდა სკალპზე. 2016 წელს კი, საარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპი "Tonight Show with Jimmy Fallon" -ში გამოჩნდა და ჯიმის იმის უფლებაც მისცა, რომ მისთვის თმა აეჩეჩა, რათა დამოწმებოდა, რომ ეს ნამდვილად მისი თმა იყო.

წყარო: nypost.com/

მოამზადა: ანა სიბოშვილმა