არსებული ინფორმაციით, გლდანში ერთმანეთს ორი ტრაილერი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. როგორც თვითმხილველები ადგილიდან წერენ, შემთხვევა ცოტა ხნის წინ შემოვლით გზაზე მოხდა. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და 15-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.