ავტორი:

განსხვავება მშრალ და გაუწყლოებულ კანს შორის და მოვლის სწორი მეთოდები

განსხვავება მშრალ და გაუწყლოებულ კანს შორის და მოვლის სწორი მეთოდები

კანის დეჰიდრატაცია ანუ გაუწყლოება ბევრი ჩვენგანისთვის ზაფხულის ერთ-ერთი თანმდევი პრობლემაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ხშირად, დეჰიდრატაციასა და კანის სიმშრალეს ერთმანეთთან აიგივებენ, თუმცა მათ შორის ფუნდამენტური განსხვავებაა, რომელსაც ამ სტატიაში განვიხილავთ.

· რა არის ზაფხულის კლიმატისგან გამოწვეული კანის დეჰიდრატაცია?

ზაფხულში კანის დეჰიდრატაციას იწვევს წყლის შიდა შრეებიდან დაკარგვა, რაც მაღალი ტემპერატურითა და ულტრაიისფერი გამოსხივებით არის განპირობებული. მზის ზემოქმედება აზიანებს დამცავ ლიპიდურ ბარიერს და შლის ბუნებრივ დამატენიანებელ ფაქტორებს. შედეგად, ირღვევა ეპიდერმისის გარეთა შრე და წყალი სწრაფად ორთქლდება.

დამატებითი ფაქტორია კონდიციონერის ჰაერი, რომელიც პირდაპირ იწვევს კანის გამოშრობას.

ზაფხულში კანიდან ინტენსიურად ორთქლდება ოფლი, რასაც თან მიჰყვება მიკროელემენტები და ტენიც, ამას ემატება ხშირი დაბანა და რიგ შემთხვევაში, მზისგან დამცავი საშუალებების უგულებელყოფა. ხოლო თუ აქტიურად ვირუჯებით, კანი კიდევ უფრო მიდრეკილი ხდება დეჰიდრატაციისკენ.

· განსხვავება მშრალ და გაუწყლოებულ კანს შორის

ხშირად, მშრალ და გაუწყლოებულ კანს ერთმანეთთან აიგივებენ, თუმცა მნიშვნელოვანია, მათ შორის ფუნდამენტური განსხვავება დავინახოთ: მშრალი კანი გენეტიკურად განპირობებული ცხიმის წარმოქმნის ნაკლებობაა. დეჰიდრატაცია კი გარემო ფაქტორებისგან ან ორგანიზმში მომხდარი ცვლილებებისგან არის გამოწვეული.

შეიძლება, გაუწყლოვდეს ნებისმიერი ტიპის კანი, მათ შორის, ცხიმიანი, კომბინირებული, ნორმალური თუ მშრალი.

საინტერესოა, რომ ზაფხულში დეჰიდრატაციისკენ მიდრეკილი ხდება ცხიმიანი კანიც, რადგან უფრო ხშირად ვიბანთ სახეს, რიგ შემთხვევებში ვიყენებთ აგრესიულ გამწმენდ საშუალებებს, მათ შორის ამქერცლავებს ან აქტიურად ვირუჯებით და კანიც დატენიანების მიზნით, მეტი ცხიმის გამოყოფას იწყებს.

· გაუწყლოებული კანის მოვლა

ზაფხულის სეზონის შემდეგ გაუწყლოებულ კანს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, რაც გულისხმობს როგორც მოვლის პროდუქტების სწორად შერჩევას, ასევე კვებასა და სითხის საკმარისი რაოდენობით მიღებას.

კანის მოვლის საშუალებების შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ, შემადგენლობაში არ შედიოდეს სპირტი, ალკოჰოლი, ამქერცლავი მჟავები და საპონი. რეკომენდებულია, არჩევანი გავაკეთოთ დერმატოლოგიურ ბრენდებზე, რომლებიც კანის ბარიერის აღდგენასა და ღრმა დატენიანებაზეა ორიენტირებული.

ისეთი დროში გამოცდილი ფრანგული ბრენდები, როგორიც არის SVR, ReXaline, Caudalie, Esthederm, Gamarde, Yves Rocher და Payot, ორიენტირებულია სწორედ ღრმა დატენიანებაზე, ბარიერის აღდგენასა და შედეგის გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნებაზე.

თითოეული ბრენდის ფორმულები გადის მკაცრ დერმატოლოგიურ შემოწმებას, რაც უზრუნველყოფს სანდოობასა და ეფექტიანობას.

აღნიშნული ბრენდები საქართველოში ექსკლუზიურად წარმოდგენილია PSP-ს ქსელში, ფილიალებსა და ონლაინ. თითოეული მათგანი აერთიანებს სპეციალურად ბარიერის აღდგენისა და ღრმა დატენიანებისთვის განკუთვნილ ხაზს, რაც არჩევანის გაკეთებას უფრო ამარტივებს.

R