"ვიდეო წაშალე, ოჯახი არ დამინგრიოო - წავშლი, მაგრამ რატომ იგდებთ თავს ასეთ მდგომარეობაში?!" - რა შინაარსის შეტყობინებები მიიღო თამუნა მუსერიძემ

"ვიდეო წაშალე, ოჯახი არ დამინგრიოო - წავშლი, მაგრამ რატომ იგდებთ თავს ასეთ მდგომარეობაში?!" - რა შინაარსის შეტყობინებები მიიღო თამუნა მუსერიძემ

ღამის ცხოვრებასთან ერთად სოციალურ ქსელებში კლუბებიდან, ბარებიდან და სხვადასხვა გასართობი ობიექტიდან გადაღებული ვიდეოებიც აქტიურად ვრცელდება. თუმცა, როგორც ჩანს, კამერაში შემთხვევით მოხვედრა ყველასთვის სასურველი არ არის - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს სახლში შესაძლოა, სულ სხვა რეალობის ახსნა დასჭირდეს.

  • ჟურნალისტი და ჯგუფ „ვეძებ“-ის დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში იმ მამაკაცებზე საუბრობს, რომლებიც კლუბებში გადაღებულ კადრებში აღმოჩენის შემდეგ, მას ვიდეოს წაშლას სთხოვენ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ორი მამაკაცი დაუკავშირდა და სთხოვა, კადრები წაეშალა, რადგან მათი კლუბში ყოფნის შესახებ ოჯახებმა არ იცოდნენ. ერთ-ერთმა მას პირდაპირ მისწერა - „არ დამღუპო, ოჯახი არ დამინგრიო“.

მუსერიძე ამბობს, რომ ვიდეოს წაშლასთან პრობლემა არ აქვს, თუმცა მიაჩნია, რომ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ საჯარო კადრში მოხვედრა, თავად უნდა გაითვალისწინონ, რომელ სივრცეში იმყოფებიან და როგორია კონკრეტული ობიექტის გადაღების წესები.

  • "წავშლი ვიდეოს, არ არის პრობლემა, მაგრამ რატომ იგდებთ თავს ასეთ მდგომარეობაში?" - ამბობს თამუნა მუსერიძე და იმ მამაკაცებს, რომლებიც შესაძლო ღალატის დამალვას ცდილობენ, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისკენ მოუწოდებს.

"ამ ვიდეოს ვწერ მათთვის, ვინც ცოტა ხნის წინ დაიწყო ღამის ცხოვრება და დაიწყო რესტორნებში, ბარებში, კლუბებში სიარული. სხვადასხვა ობიექტზე არსებობს სხვადასხვა წესi და როდესაც მიდიხარ ამა თუ იმ ობიექტზე, ეს ობიექტი უნდა გქონდეს შესწავლილი.

მაგალითად, არსებობს კლუბები, სადაც ვიდეოს გადაღება არ შეიძლება. არსებობს კლუბები, სადაც შეიძლება გადაღება და, პირიქით, ძალიან ბევრი ვიდეოს იღებს თვითონ ობიექტის წარმომადგენლობა, იმისთვის, რომ აჩვენოს საზოგადოებას და გახდეს ცნობილი, რომ იმ კლუბში კარგი სიტუაციაა და დადის ძალიან ბევრი ხალხი.

ამის დემონსტრირებას ახდენენ იმით, რომ სოციალურ ქსელში დებენ ვიდეოებს - იმ ვიდეოებს, თუ როგორ ერთობა ხალხი.

თუ თქვენ გყავთ ცოლი და პარალელურად გყავთ ვიღაც ადამიანი, ვინც არ გინდათ, რომ გამოაჩინოთ, დიჯეის წინ, პირველ რიგებში არ უნდა გამოდგეთ, არ უნდა ჩამოჯდეთ, არ უნდა დაიწყოთ იქ ცეკვა, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად გადაღებადი ვიდეოები არის ზუსტად "ბექსთეიჯთან", იმიტომ რომ იქიდან გამოჩნდეს ხალხის რაოდენობა, გამოჩნდეს ხალხის "ვაიბი" და იმ ხალხმა, ვინც არ არის იმ წუთას იმ კლუბში და იმ ობიექტზე, ნახოს, თუ რა კარგად ერთობა საზოგადოება.

თუ თქვენ არ გსურთ, რომ გამოჩნდეთ, მაშინ შეგიძლიათ უკანა რიგებში გადაინაცვლოთ და უკანა რიგებში კამერა ვერ მოგწვდებათ. დილიდან მწერს ერთი ბიჭი, რომ მანდ კადრში გამოვჩნდიო, ჩემმა ცოლმა არ იცის, მანდ რომ ვიყავიო და არ დამღუპო, ოჯახი არ დამინგრიო.

აი, კი ავიშალე. მეთქი, ანუ ამოვჭერი შენს სახეს და შენც ხომ გაუგზავნი, იმიტომ რომ, ხომ იცით, მე რამე მემართება ასეთ კაცებზე. და თან პარალელურად მწერს კიდევ ერთი ბიჭი, რომ ოჯახმა არ იცის, იქ რომ ვიყავი და გოგოსთან ერთად ვიყავიო.

ხალხო, წავშლი ვიდეოს, არ არის პრობლემა, მაგრამ რატომ იგდებთ თავს ასეთ მდგომარეობაში? გადადით უკან. ან ისეთ ობიექტზე წადით, სადაც გადაღება არ შეიძლება.

სულ ეს იყო.

ა, ჰო, ერთიც -"ანუ ვიდეო წაშალე, ოჯახი არ დამინგრიო" - მე მაგაზე პასუხისმგებლობას მისი ოჯახის დანგრევაზე?

ანუ ის კი არა, რომ ცოლს მიაძინა და სადღაც გავძვერი - არა. ანუ იმის ბრალი კი არ არის, ჩემი ბრალია, რადგან ჩემს ვიდეოში გამოჩნდა. თორემ თვითონ რომ სადღაც გაძვრა - ოკეი, it's okay to make mistakes.

ეს მანიპულაცია ჩემზე უკვე დიდი ხანია აღარ ჭრის და მე ნუ მაკისრებთ ვალდებულებას იმის გამო, რაც თქვენ გააფუჭეთ" - ამბობს თამუნა მუსერიძე გავრცელებულ ვიდეოში.