გონიო-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ფოტო: "აჭარა თაიმსი"