"მგონი, ამ ხალხს დიდი დახმარება არ სჭირდება, ისედაც კარგად უპირისპირდებიან ერთმანეთს" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

"მგონი, ამ ხალხს დიდი დახმარება არ სჭირდება, ისედაც კარგად უპირისპირდებიან ერთმანეთს" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

მგონი, ამ ხალხს [ოპოზიციას] დიდი დახმარება არ სჭირდება, ისედაც კარგად უპირისპირდებიან ერთმანეთს, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის და პარტია „ახლის“ წარმომადგენლის, თენგო თევზაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „იაგო ხვიჩიასთან ერთად, ანა წითლიძის ამოცანაა, ქართულ პროდასავლურ ძალებში დაპირისპირება შეიტანოს“.

  • პრემიერის თქმით, დასუსტებულია ოპოზიცია, თავიდან ბოლომდე არიან გადასულები ერთმანეთთან დაპირისპირებაზე,

„მგონი, ამ ხალხს დიდი დახმარება არ სჭირდება, ისედაც კარგად უპირისპირდებიან ერთმანეთს. იმდენად არის დასუსტებული ოპოზიცია, თავიდან ბოლომდე არიან გადასულები ერთმანეთთან დაპირისპირებაზე, რაც კარგია. ხალხი ხედავს ამ ყველაფერს, მანამდე ისინი ქართველ ხალხს არ მოსწონდა, ახლა ერთმანეთიც აღარ მოსწონთ. ეს არის იდეალური მდგომარეობა იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელსაც ფორმალურად ერქვა აქამდე ოპოზიცია და სინამდვილეში ყოველთვის იყო უცხოური აგენტურა“, - აღნიშნა პრემიერმა.