შეგიძლიათ, ყველა კითხვა დაუსვათ პროკურატურას, შეგიძლიათ, ყველა კითხვა დაუსვათ თორნიკეს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აჭარის ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ 2025 წლის 7 ივლისს თვითმკვლელობა სცადა. მას გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.