არიან ისტორიული პირები, რომელთა ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ კამათი დაუსრულებლად გრძელდება და ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები კეთდება. მათ შორისაა გიორგი სააკაძე, XVI-XVII საუკუნეების ქართველი მოღვაწე. ისტორიულ წყაროებს მის შესახებ არაერთი ცნობა შემოუნახავს.
ეს ცნობები ქართლის ცხოვრებაში სააკაძის როლისა და მნიშვნელობის განზოგადებისა და შეფასების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა საქართველოში დღემდე ვერ შეთანხმებულან, ვინ იყო სინამდვილეში "დიდი მოურავი" - გვიანი შუა საუკუნეების გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ოცდაათი წლის განმავლობაში გმირულად იბრძოდა საქართველოს ერთიანობისთვის, თუ ნიჭიერი და ამბიციური დიდებული, რომელმაც პირველობისაკენ ლტოლვას ლამის ყველა და ყველაფერი გადააყოლა.
ამ თემაზე გადაცემა "ისტორიანში" პროფესორ გოჩა საითიძესთან ვისაუბრებთ.
დაუსვით კითხვები გადაცემის მონაწილეებს ინტერნეტით პირდაპირ ეთერში და მიიღეთ პასუხები.
მოუსმინეთ და უყურეთ გადაცემა "ისტორიანს" რადიო "პალიტრის" ეთერში ყოველ სამშაბათს 16-დან 17:00 საათამდე, ან უყურეთ არქივში 13 აპრილიდან.