საერთაშორისო ღვინის კონკურსზე, MUNDUS VINI Summer Tasting 2026 - კომპანია „ვაინ კახეთის“ მიერ წარდგენილმა ღვინის ორივე სახეობამ ოქროს მედალი დაიმსახურა. ოქროს მედლით დაჯილდოვდა „ვივი რქაწითელი ქვევრი“ და „ვივი საფერავი ქვევრი“.
MUNDUS VINI გერმანიაში გამართული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო კონკურსია, სადაც ღვინოებს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ენოლოგები, სომელიეები და ღვინის მაგისტრები აფასებენ. კონკურსი ფარული დეგუსტაციის (blind tasting) პრინციპით მიმდინარეობს, სადაც ნიმუშების შეფასება ბრენდისა და მწარმოებლის იდენტიფიცირების გარეშე, მხოლოდ არომატის, გემოს, ბალანსისა და სტრუქტურის მიხედვით ხდება.
„მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო ჟიურიმ ჩვენი ორივე ღვინო ოქროს მედლით დააჯილდოვა. ეს შედეგი ქართული ქვევრის ღვინის ხარისხისა და პოტენციალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა,“ — აცხადებენ „ვაინ კახეთში“.
„ვაინ კახეთი“ ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით მაღალი ხარისხის ღვინოებს ქმნის. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საექსპორტო ბაზრებზე.
R