ავტორი:

თვითმფრინავის მგზავრებმა აგრესიული მამაკაცი სავარძელზე წებოვანი ლენტით დააბეს - კომპანიამ კი ის სამსახურიდან დაითხოვა: რა მოხდა “American Airlines“ - ის ბორტზე?

თვითმფრინავის მგზავრებმა აგრესიული მამაკაცი სავარძელზე წებოვანი ლენტით დააბეს - კომპანიამ კი ის სამსახურიდან დაითხოვა: რა მოხდა “American Airlines“ - ის ბორტზე?

“American Airlines“ რეისზე რასისტული და შეურაცხმყოფელი რეპლიკების გამო სკამზე წებოვანი ლენტითა და პლასტმასის მომჭერებით მიბმული აგრესიული მგზავრი, “სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის“ გამო, არიზონას უძრავი ქონების კომპანიიდან გაათავისუფლეს.

67 წლის ართურ ლეინ ლუნდინმა კომპანია “Long Realty“ -ში უძრავი ქონების აგენტის პოზიცია მას შემდეგ დაკარგა, რაც გაირკვა, რომ სწორედ ის იყო აგრესიული მგზავრი, რომელმაც რეის 618-ზე, ბორტგამცილებელს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

მგზავრმა ხუან მეხიამ (სამართალდამცავი ორგანოს ყოფილმა თანამშრომელმა), რომელიც დალასიდან ნიუ-არკისკენ მიმავალ რეისზე იმყოფებოდა, მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ფრენის დასასრულს, მას შემდეგ რაც ორ რიგში უკან მჯდომი ლუნდინი აგრესიული გახდა, ის და მისი მეგობარი დაუყოვნებლივ ამოქმედდნენ.

გავრცელებულ ფოტოებზე სკამზე წებოვანი ლენტით სკამზე მიბმული ლუნდინი ჩანს, რომელსაც მაჯები პლასტმასის მომჭერებით აქვს შეკრული.

მგზავრის ხულიგნური ქცევის გამო რეისი ბალტიმორში გადამისამართდა. დაშვებისთანავე სამართალდამცველებმა ლუნდინი ბორტიდან გაიყვანეს და დააკავეს, რის შემდეგაც თვითმფრინავმა ფრენა გააგრძელა.

წყარო