გასულ კვირას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ შტატ ნიუ-მექსიკოს, შესაძლოა, “ნიუ-ამერიკა“ ეწოდოს.
მან შტატის ფოტო ახალი დასახელებით, ონტარიოს ტბისთვის “ამერიკის ტბის“ დარქმევის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებაზე ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში გამოაქვეყნა.

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელიც თეთრმა სახლმა X-ზეც გააზიარა. შტატის კონტურზე სიტყვა “Mexico“ წითლად არის გადახაზული და ჩანაცვლებულია სიტყვით “America“. ფოტოს არანაირი განმარტება არ ახლავს. თეთრ სახლს ნიუ-მექსიკოსთვის სახელის გადარქმევის ოფიციალური ინიციატივა არ გამოუცხადებია.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს აქვს უფლებამოსილება, გეოგრაფიული სახელწოდებების საინფორმაციო სისტემაში (GNIS) ისეთი ობიექტების სახელები შეცვალოს, როგორიცაა მაგალითად წყალსატევები, მას არ გააჩნია კონსტიტუციური უფლება, იურიდიულად შეცვალოს შტატების დასახელება, ეს პროცესი უშუალოდ შტატის შიგნით უნდა განხორციელდეს.
გასული თვის ბოლოს ონტარიოს ტბისთვის სახელის გადარქმევის გარდა, ტრამპმა ჯერ კიდევ 2025 წლის იანვარში, თანამდებობაზე დაბრუნების პირველივე დღეს გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც მექსიკის ყურეს “ამერიკის ყურე“ უწოდა.