ავტორი:

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ საერთო საზღვარზე პირველი საავტომობილო ხიდი გახსნეს

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ საერთო საზღვარზე პირველი საავტომობილო ხიდი გახსნეს

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ საერთო საზღვარზე პირველი საავტომობილო ხიდი გახსნეს, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სწრაფი დაახლოების კიდევ ერთი დასტურია.

ერთკილომეტრიანი ხიდი მდინარე ტუმანზე გადის და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ხასანის დასახლებას, ჩრდილოეთ კორეის თუმანგანთან აკავშირებს. საზღვრის ამ დაშორებულ და ნაკლებად დასახლებულ მონაკვეთს ზღვის სანაპიროდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი აშორებს.

  • ორშაბათს, ხიდის გახსნის ცერემონიაზე ვიდეოზარით საუბრისას, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა აღნიშნა, რომ “ახალი გადასასვლელი სტიმულს მისცემს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის ტურიზმის განვითარებას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.“

საავტომობილო ხიდს საბჭოთა ოფიცრის, იაკოვ ნოვიჩენკოს სახელი ეწოდა. მას პროსამხრეთკორეული დაჯგუფების მიერ მოწყობილი თავდასხმისგან, ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებელის, კიმ ირ სენის გადარჩენა მიეწერება.

უკრაინულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია “Truth Hounds“ - ის განაცხადებით, ეს გადასასვლელი, სავარაუდოდ, ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების, სამშენებლო ბრიგადებისა და სამხედრო პირების რუსეთში გადასაყვანად, ხოლო საპირისპირო მიმართულებით რუსული ტექნოლოგიებისა და რესურსების ნაკლები რისკით გადასაზიდად იქნება გამოყენებული.

წყარო