ავტორი:

ტრაგედია ესპანეთში - ხარმა სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ქალს, რომელიც ფესტივალზე დამცავი ბარიერის მიღმა აღმოჩნდა

ტრაგედია ესპანეთში - ხარმა სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ქალს, რომელიც ფესტივალზე დამცავი ბარიერის მიღმა აღმოჩნდა

ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში გამართულ ფესტივალზე მაყურებელი ხარის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც 64 წლის ქალი დამცავი ბარიერის მიღმა, გზაზე მარტო აღმოჩნდა. ქუჩაში მდგარ ქალს ერთ-ერთი ცხოველი მოულოდნელად დაესხა თავს და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ტრაგიკული შემთხვევა ალბასეტეს პროვინციის სოფელ აინაში გასულ შაბათს, დაახლოებით დილის 11 საათისთვის მოხდა. ქალი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ფესტივალზე დასასწრებად კატალონიიდან მეუღლესთან ერთად იყო ჩამოსული.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უქნევს ქალი ხელს მისკენ მომავალ საბრძოლო ხარებსა და მოზვრებს. თავდაპირველად ცხოველებმა ადამიანს გვერდი აუარეს, თუმცა როდესაც ქალი, მათი მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით გაიქცა, ერთ-ერთი ცხოველი შემობრუნდა და მას რქებით დაესხა თავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხარების რბოლის დროს კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა. რბოლა აინას მფარველი წმინდანის, სანტა-მარია-დე-ლო-ალტოსადმი მიძღვნილი ფესტივალის ნაწილი იყო. ტრაგედიის შემდეგ შაბათს დაგეგმილი ყველა შემდგომი ღონისძიება შეჩერდა.

წყარო