რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი “გეორგიევსკი“ ჩამოყალიბდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა TASS-ი ავრცელებს და სტატიაში აღნიშნავს, რომ მათთან დეტალებზე ქვედანაყოფის მეთაურმა, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ ისაუბრა.
“სწორედ რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს 1945 წელს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე, ჩემი თანამემამულეებიდან ყოველი მეოთხე თავისუფლებისთვის იბრძოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც, მაშინ, მტრის განადგურების სიმბოლოს რუსი და ქართველი კვლავ აღმართავს. ჩვენმა თანამოაზრეებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანების, ასევე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვის მომხრეები არიან, “გეორგიევსკი“ - ინტერნაციონალური ქვედანაყოფი შექმნეს“, - აცხადებს ფარცხალაძე გამოცემასთან.
“ქვედანაყოფის მთავარი ამოცანაა დაასრულოს ბრძოლა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს ემუქრება“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა.
ასევე, ფარცხალაძის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ბრძოლის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო.
“დღეს, როდესაც რუსეთი იბრძვის დასავლური ზეწოლის წინააღმდეგ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მე მზად ვარ სამშობლოს დავეხმარო, ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში“, - განაცხადა ფარცხალაძემ.
ფოტოს "ტელეგრამზე" მამუკა ფიფია ავრცელებს.