საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ამჯერად თბილისის დროით 09:09-ზე ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 19კმ-ში, სოფელ ალათუმანში დაფიქსირდა.
მაგნიტუდის სიმძლავრემ 3(ML) შეადგინა.
შეგახსენებთ რამდენიმე წუთის წინ მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 08:52-ზე ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 21კმ-ში, სოფელ ბალანთაში დაფიქსირდა.