პუტინმა კიევზე თავდასხმა დონალდ ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
ანდრეი სიბიგამ უკრაინის მოკავშირეებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა.
„მისი ბალისტიკური რაკეტები სათქმელს უფრო ხმამაღლა ამბობს, ვიდრე მისი სიტყვები დიპლომატიის შესახებ. საცხოვრებელ შენობებზე იერიშები მას ამ ომში გამარჯვებასთან არ აახლოებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა უაზრო ტერორი“, - წერს სიბიგა X-ზე.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დედაქალაქზე 8 სექტემბრის ღამეს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ნგრევა და ხანძარი ქალაქის სულ მცირე ხუთ რაიონში დაფიქსირდა.

სოლომენსკის რაიონში ადამიანები ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობაში იყვნენ ჩარჩენილები. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა 10 ადამიანის გადარჩენა მოახერხა, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.