დღეს, დემეტრე კასრაძისა და ირაკლი სულაბერიძის სასამართლო პროცესია. ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა სოციალურ ქსელში წერს. მისი ცნობით, ის სასამართლოზე მოწმის სახით არის დაბარებული.
"დემეტრე კასრაძე ხომ გახსოვთ? - ჰო, აი ის, გიგას სიკვდილს აჟიტირებული რომ ელოდებოდა! (ისევ დავდებ მისი მესიჯის "სქრინს", რომელიც გაბაშვილს გაუგზავნა).
ირაკლი სულაბერიძეც ხომ იცით? - დიღმის ჩხუბების კადრები რომ გაავრცელა პროკურატურამ, იქ ჩანს - წითელმაისურიანი მხეცი. ამოწმებს, მსხვერპლი გაითიშა უკვე თუ კიდევ უნდა გააგრძელონ წიხლებით ძალადობა.
ჰოდა, მაგათი სასამართლო პროცესია დღეს, 13:00 სთ-ზე. მოწმის სახით ვარ დაბარებული. ყველა მოძალადემ უნდა მოისმინოს წაყენებული ბრალის მაქსიმალური სასჯელი, რომ მოსახლეობა გაიფილტროს მათგან, ვისთვისაც ეს ნორმაა!
სხვა თუ ვერა, დიდი დიღომი მაინც იხსნა გიგა ავალიანმა. "მოგიკვდეს დედა"- თქო - ამასაც ვერ ვამბობ, არ მცალია სიკვდილისთვის, შვილის მკვლელებს და მათ ოჯახებს ვჭირდები ჯერ!" - წერს ეკა კუპატაძე.
ცნობისთვის, 7 აგვისტოს, გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Feka.kupatadze.50%2Fposts%2Fpfbid0vKu5NBBRWGhnR6C7HvDdCGbD5ymqFuF1CyRB7z9tiQArz9YaCwBp82T8beZPWFUCl&show_text=true&width=500" width="500" height="653" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>