საქართველოში პურის გარკვეული სახეობები გაძვირდა. მაგალითად, გარკვეულ სუპერმარკეტში ფასის მატება აისახა დაჭრილ თეთრ პურზე, რომელიც 1.40 ღირდა და 1.45 გახდა. როგორც კონკრეტულ სუპერმარკეტის ქსელში განაცხადეს, მათ გაძვირებული პროდუქტი გუშინ დილას მიიღეს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განუცხადა, თეთრი პურის გაძვირებაზე მას ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ გარკვეული სახეობის პურზე ფასი 5-10 თეთრით ნამდვილად მომატებულია. მალხაზ დოლიძის თქმით, გაძვირება შეეხო, რეცეპტორულ პურის სახეობებს, შავ/რუხ დაჭრილ/შეფუთულ პურს.
„ის პური, რომელიც არის ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელსაც ყველაზე მეტს ყიდულობენ თბილისელები, ეს არის ბატონისებური პური. მასზე ფასი არ მომატებულა. განაგრძეთ კითხვა