საწყობში ყველაფერი მუშაობის ტემპზეა დამოკიდებული. პალეტი სწორ დროს სწორ ადგილას რომ არ აღმოჩნდეს, პრობლემა მთელ სამუშაო პროცესს შეეხება. ასეთ სიტუაციებში პროცესის შეფერხებას ხშირად ოპერატორის ან ლოგისტიკის მენეჯერის პასუხისმგებლობად აღიქვამენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ხარვეზები ტექნიკის შერჩევის ეტაპზე ჩნდება.
პაგრუშიკი, ანუ დამტვირთველი საწყობის ტექნიკის ყველაზე მოთხოვნადი სახეობაა. სახელწოდებაში ათობით სხვადასხვა ტიპის მოწყობილობა ერთიანდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა სამუშაო გარემოსა და დატვირთვისთვისაა გათვლილი.

დამტვირთველის შერჩევა სამუშაო გარემოს გათვალისწინებით იწყება. სადაც ვიწრო დერეფნებია, მძიმე დიზელის ტექნიკა სათანადოდ ვერ მუშაობს, ამ შემთხვევაში stand-up rider ტიპი აირჩევა, რომელიც ვიწრო სივრცეში მარტივად მანევრირებს. Toyota-ს Stand-Up Rider დამტვირთველი, კერძოდ, ჩაშენებული telematics-ითა და გაუმჯობესებული ერგონომიკითაა შექმნილი და ინტენსიური ცვლებისთვის არის გათვლილი.
Toyota-ს Core Diesel Pneumatic მოდელი 4,000-დან 6,500 კილოგრამამდე ტვირთს ატარებს. ეს კომბინაცია სამშენებლო ბაზებსა და სასაწყობე მძიმე ტვირთის ობიექტებზე პრაქტიკული მნიშვნელობისაა.
ელექტრო დამტვირთველები შიდა სივრცეებისთვის გამოიყენება, მათ შორის, ისეთ ადგილებში, როგორებიცაა სასურსათო საწყობები, სამრეწველო ობიექტები, საცალო ვაჭრობის ლოგისტიკა. აქ გამონაბოლქვი არ არის, ხმაური მინიმალურია, მართვა კი ოპერატორისთვის მარტივია. Toyota-ს პროდუქტები ამ სეგმენტშიც მრავალფეროვანია.
ელექტრო დამტვირთველის შეძენისას ბატარეის ტიპზე ხშირად ნაკლები ყურადღება მახვილდება. ტრადიციული ტყვია-მჟავის ბატარეა კვლავ ფართოდ გამოიყენება, მაგრამ მას ფუნდამენტური შეზღუდვა აქვს: მუხტის შემცირებასთან ერთად სიმძლავრეც ეცემა. ლითიუმ-იონის ბატარეა ამ პრობლემას აგვარებს. ის ერთნაირ სიმძლავრეს ინარჩუნებს სრული მუხტიდან ბოლო პროცენტამდე. Toyota-ს ლითიუმ-იონის ბატარეების შემთხვევაში ტექნიკა ყველა მუხტის პირობებში ერთნაირად მუშაობს.

გარდა ამისა, ლითიუმ იონის ბატარეის დამუხტვა ნებისმიერ, მათ შორის, შესვენების დროსაც შეიძლება. ე.წ. "opportunity charging" საშუალებას იძლევა, რომ ბატარეა მზად იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქ, სადაც დატვირთული სამუშაო გრაფიკია. Toyota-ს მონაცემებით კი, 630Ah-ის ბატარეა Reflex-ის ტიპის ტექნიკას სრული 8-საათიანი ცვლის განმავლობაში ერთი დამუხტვით ემსახურება. სამუშაო პირობებში ამგვარი მოქმედება შესამჩნევ სხვაობას ქმნის.
Toyota ასევე modular მიდგომას იყენებს: 50Ah-ის ბატარეა პატარა საწყობის ტექნიკის 70%-ს ემსახურება.
დამტვირთველის სამუშაო გარემო ოპერატორისთვის მუდმივი რისკფაქტორია. სიმძიმეები, ვიწრო სივრცეები, ინტენსიური ტემპი. ამ კონტექსტში ბატარეის უსაფრთხოება ცალკე განხილვას იმსახურებს.
Toyota-ს ლითიუმ იონის ბატარეები ცილინდრული უჯრედებით არის აწყობილი, რომლებიც ერთმანეთს არ ეხება. თუ ერთ უჯრედს პრობლემა შეექმნა, ეს მეზობელ უჯრედს არ გადაეცემა. ასეთი კონსტრუქცია სასაწყობე გარემოში დამატებით დაცვის ფენას ქმნის. ცილინდრული ფორმა, გარდა ამისა, მექანიკური გარეგანი ზიანის მიმართ მდგრადიც არის, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც ბატარეა ავარიულად ეხება ჩანგლებს. Toyota-ს Fleet Management, I_Site სისტემა ინფორმაციას ერთ სივრცეში აგროვებს: ბატარეის დამუხტვის მდგომარეობა, ტექნიკის გამოყენების სიხშირე, მოძრაობის ინტენსივობა, შეფერხებები.
პრაქტიკაში ეს ასე გამოიყურება: I_Site Explorer-ის პლატფორმაში ჩანს, რომელ ბატარეას სჭირდება დამუხტვა და სად დგას ტექნიკა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილება იმის შესახებ, საჭიროა თუ არა ახალი ტექნიკა, ან საჭიროა თუ არა ამ ეტაპზე მოვლა რეალურ სტატისტიკას ეფუძნება.
Toyota-ს telematics-ი დამატებით ლოგისტიკის ოპტიმიზაციის ხელსაწყოდაც გამოდგება. ინფორმაციის ანალიზი საწყობის შიგნით ნაკადების გადაწყობას შეუწყობს ხელს.
Toyota Material Handling Europe 44 ქვეყნის ბაზარზე, 5 ქარხნითა და 13 000-ზე მეტი თანამშრომლით მუშაობს. სარემონტო ქსელი, სათადარიგო ნაწილების მიწოდება და ტექნიკური მხარდაჭერა სწორედ ამ ინფრასტრუქტურას ეყრდნობა.
დამტვირთველის შერჩევა სამუშაო სივრცის, ტვირთის, ცვლის გრაფიკის, ბატარეის ტიპისა და ზომის გათვალისწინებას გულისხმობს. Toyota-ს დამტვირთველები ყველა ცვლადისთვის გამოდგება, კომპაქტური საწყობის ელექტრო ტექნიკიდან დიზელის მოდელებამდე, ლითიუმ იონის ბატარეებიდან ავტოპარკის ჭკვიანი მართვის სისტემამდე.
R