ავტორი:

ჩემპიონთა ლიგა იწყება - უგულშემატკივრე კვარას სილქ უნივერსალზე!

ჩემპიონთა ლიგა იწყება - უგულშემატკივრე კვარას სილქ უნივერსალზე!

"სილქ უნივერსალი" სპორტის მოყვარულთა რჩეული არხია, სადაც ყველა მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩის ნახვაა შესაძლებელი. განსაკუთრებულად პოპულარულია ის თამაშები და ჩემპიონატები, სადაც უცხოეთში მოასპარეზე ქართველი სპორტსმენები მონაწილეობენ. უკვე წლებია ტელემაყურებელთა უმრავლესობა „სილქ უნივერსალზე“ გულშემატკივრობს ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას. 9 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „პსჟ“ პირველ მატჩს გამართავს და ფართო აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება უქომაგოს ლეგენდად ქცეულ ფეხბურთელს.

სპორტული სეზონისთვის სილქ ტივის მაუწყებლობის ბადე განახლდა, დაემატა გადაცემები, ექსკლუზიური ტრანსლირებები, ჩემპიონატები, ტურნირები.

სპორტის მოყვარულს სილქ სპორტ არხებზე შესაძლებლობა აქვს იხილოს:

  • მსოფლიოს, ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და აზიის ერთა ლიგებისა და სხვა შესარჩევი სანაკრებო ტურნირების ტრანსლაციები და მიმოხილვები.
  • ესპანეთის პირველი და მეორე ლიგა;
  • ლა ლიგა, პორტუგალიისა და ნიდერლანდების ჩემპიონატები.
  • კალათბურთში - NBA და ევროლიგა.
  • ხელბურთში - ქალთა და მამაკაცთა ევროპის ჩემპიონატები, ევროპის ყველა სანაკრებო ტურნირი, სადაც ქართველი სპორტსმენები მონაწილეობენ.
  • ჩოგბურთი APP -ს ყველა ტურნირი - 1000, 500 და 250 კატეგორია.
  • ბრიტანული და მსოფლიო დოღების სრული ტრანსლირება.

კომპანია სილქნეტი სხვადასხვა ჩემპიონატის ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებებს მოიპოვებს არხებისთვის: „სილქ უნივერსალი”; Silk Sport1; Silk Sport2; Silk Sport3. მათგან „სილქ უნივერსალი“ სხვა საკაბელო მაუწყებლების ქსელშიც არის განთავსებული. არხი ციფრული სიგნალით მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ ვრცელდება და მრავალფეროვანი პროგრამით საზღვრისპირა სოფლებზეც მაუწყებლობს. სატელევიზიო არხები და სპორტული კონტენტი ასევე ხელმისაწვდომია აპლიკაციაში Silk Go.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, 8 სექტემბერს იწყება. UEFA-ს ოფიციალური კალენდრის მიხედვით, ლიგა ჯგუფების ნაცვლად 36-გუნდიანი ეტაპით მიმდინარეობს, რომელიც 2027 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება.

R