ხანძარი საგარეჯოში - შემთხვევის დროს სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი

ხანძარი საგარეჯოში - შემთხვევის დროს სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა სოფელ გიორგიწმინდაში მოხდა. ხანძრის დროს სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, თუმცა ოჯახის წევრებმა ტერიტორიის დატოვება დროულად მოახერხეს.

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახური იყო გამოძახებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.