მისცა თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძემ  ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება - რა თქვა ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ?

ჯუანშერ ბურჭულაძეს რომ ნდომებოდა თანამშრომლობა, მას პირველივე დღიდან შეეძლო ეთანამშრომლა და მოგეხსენებათ ის თითქმის ერთი წელია სასჯელს იხდის. რაც შეეხება ბატონ ღარიბაშვილს, მე დარწმუნებული ვარ მათ შორის შესაძლებელია გარკვეული დიალოგი არსებობდა აღნიშნულთან დაკავშირებით,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, მისცა თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება და გახდა თუ არა ეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი, ადვოკატმა აღნიშნა, რომ „ერთ-ერთი გარემოება გახლდათ თანამშრომლობა ამ სისხლის სამართლის საქმეზე“.

„როგორც დღეს პროკურორმა აღნიშნა, საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის გაჟღერებისას, ერთ-ერთი გარემოება გახლდათ სწორედ თანამშრომლობა ამ სისხლის სამართლის საქმეზე.

ზოგადად საპროცესო შეთანხმების არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუ პირი თანამშრომლობს გამოძიებასთან, გამოძიებას შეუძლია გარკვეული კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები გამოიყენოს. მეორე, ჯუანშერ ბურჭულაძეს რომ ნდომებოდა თანამშრომლობა, მას პირველივე დღიდან შეეძლო ეთანამშრომლა და მოგეხსენებათ ის თითქმის ერთი წელია სასჯელს იხდის. რაც შეეხება ბატონ ღარიბაშვილს, მე დარწმუნებული ვარ მათ შორის შესაძლებელია გარკვეული დიალოგი არსებობდა აღნიშნულთან დაკავშირებით. მე შემიძლია პასუხი გაგცეთ იმ ინფორმაციაზე რასაც ზუსტად ვფლობ, ეს ეხება ამ კონკრეტული საქმის სამართლებრივ შედეგებს და მას შემდეგ რაც გაფორმდა გუშინ საპროცესო შეთანხმება ზუსტად იმ პირობებით რაც იყო აღნიშნული აღნიშნულ ოქმში, დამტკიცდა სასამართლოს მიერ“- განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება საქმეს, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძე მსჯავრდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ადვოკატის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების კონკრეტული პირობები ამ დრომდე შეთანხმებული არ არის.

„საქმე განიხილება სააპელაციო სასამართლოში. ამ საქმეზე დღეის მდგომარეობითაც მიმდინარეობს აქტიურად მოლაპარაკება, თუმცა კონკრეტული პირობები ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის. მე თითოეულ ჩემ სიტყვაზე პასუხს ვაგებ მას შემდეგ, რაც ამ საქმეში ჩავერთე. პირველი საქმე დღეს დასრულდა საპროცესო შეთანხმებით, მომდევნო საქმეზე სხდომა ჩანიშნულია სააპელაციო სასამართლოში 28 სექტემბერს. საპროცესო შეთანხმების ზუსტი პირობა არ არის მიღწეული და შესაბამისად, ჩემგან არ იქნება სერიოზული მოლოდინებზე საუბარი. როგორც კი მეცოდინება და მსგავსი შეთავაზება იქნება გაკეთებული, აუცილებლად საჯაროდ შეგატყობინებთ“,- განაცხადა ადვოკატმა.

მან არ გამორიცხა, რომ თუ საპროცესო შეთანხმების პირობები უფრო ადრე იქნება მიღწეული, სააპელაციო სასამართლოში სხდომა 28 სექტემბრამდე ჩაინიშნოს.

კითხვაზე, ხომ არ გამოუხატავს ჯუანშერ ბურჭულაძეს სურვილი პრეზიდენტ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვის, ან უდოს კომისიაზე თუ შეიძლება იმსჯელონ ამ საკითხზე, ადვოკატმა აღნიშნა, რომ დღეს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჯუანშერ ბურჭულაძეს მოსამართლემაც მიაწოდა.

„ცხადია, მისთვის ცნობილია ამ უფლებების შესახებ, თუმცა მსგავს თემაზე არ გვქონია საუბარი. საერთოდ არ გვისაუბრია“.- განაცხადა ადვოკატმა.