ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში წარადგინეს

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში წარადგინეს

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია Ballon d'Or 2026-ის 30 ნომინანტს შორის მოხვდა. ეს მესამე “ოქროს ბურთის“ ნომინაციაა, რმელშიც კვარაცხელია წარადგინეს.

გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანგულ კლუბ “პსჟ“-სთან ერთად ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ქართველ თავდამსხმელს ოქროს ბურთის მოპოვების შანსიც აქვს - მას მთავარ ფავორიტად მოიაზრებენ.

ოქროს ბურთის ​დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.

ხვიჩა კვარაცხელიას გარდა ნომინანტებს შორის დასახელდნენ ჰარი კეინი, ლამინ იამალი, კილიან მბაპე და სხვები.

წყარო