ნეპალის ხელისუფლების განაცხადადებით, ამ დროისთვის მაშველების მთავარი ყურადღება ჰიდროელექტროსადგურის სამ გვირაბზეა გამახვილებული, სადაც, სავარაუდოდ, ათობით მუშაა ჩარჩენილი. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ორ კვირის წინ მომხდარმა გამანადგურებელმა წყალდიდობამ ჰიმალაის რეგიონსა და მეზობელი ჩინეთის ტიბეტის ავტონომიურ რაიონში ასობით ადამიანი იმსხვერპლა, ათასობით კი დაკარგულად გამოცხადდა.
26 აგვისტოს, ნეპალი - ჩინეთის საზღვარზე მყინვარის ჩამოშლამ და მდინარეში ჩაღვრამ სულ მცირე 11 ჰიდროელექტროსადგური დააზიანა. ნანგრევებმა და ტალახმა სადგურების გვირაბების შესასვლელები ჩახერგა, რის გამოც შიგნით მყოფი ადამიანები გარესამყაროს მოწყდნენ.

“ძირითადი ყურადღება “ჩილიმეს“ ჰიდროელექტროსადგურზეა გადატანილი, სადაც, ჩვენი ვარაუდით, უამრავი ხალხია ჩარჩენილი, რადგან იქვე სასადილო, საცხოვრებელი ფართი და საკვების მარაგები მდებარეობდა“, - განაცხადა ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, დჰარმა რაჯ უპრეტიმ.
ჯგუფები ასევე ერთმანეთთანაა დაკავშირებული. “ზემო ტრიშული 3A“-სა და “3B“ პროექტების გვირაბებზე მუშაობენ, გვირაბებში ჟანგბადი მილების საშუალებით მიეწოდება, ხოლო გასასვლელის გასაწმენდად საჭირო ახალი აღჭურვილობა ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, უკვე ადგილზეა გაგზავნილი.
არმიის მაშველების ცნობით, ჰიდროელექტროსადგურებიდან დაკარგული 900 ადამიანიდან დაახლოებით 121 შესაძლოა სწორედ ამ გვირაბებში იყოს ჩარჩენილი, ხოლო დანარჩენები, სავარაუდოდ, ობიექტის სხვა ტერიტორიებზე მუშაობდნენ და არა გვირაბების სისტემაში.