რა კავშირშია ერთმანეთთან გაჯეტები და ფსიქოგენური ცხელება? - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადაცემა “დილა მშვიდობისა საქართველოში“ ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა ბავშვებში და მოზარდებში მაღალ ტემპერატურას მობილური ტელეფონი და სხვა გაჯეტებიც იწვევდეს.
“განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ბავშვებში წამოვიდა ე.წ. ფსიქოგენური ცხელებები, რომელიც დაკავშირებულია გაჯეტებთან, ეკრანდამოკიდებულებასთან და აბსოლუტურად უმართავია ცხელება, ზოგ შემთხვევაში შეიძლება 41 გრადუსამდეც და თერმომეტრში ბოლომდეც ავიდეს.
საქართველოში ჯერ კიდევ, სამწუხაროდ ვიყენებთ ვერცხლის წყლის თერმომეტრებს, როდესაც მოდის პაციენტი, ათიდან, შვიდი-რვა იყენებს ვერცხლის წყლის თერმომეტრებს. მაღალგანვითარებად ქვეყნებში პრაქტიკულად ვერცხლის წყლის თერმომეტრი არ არსებობს, ეს არის ძირითადად ინფრაწითელი ელექტრონული თერმომეტრი, ძირითადად ბავშვებში მოწოდებულია იღლიის თერმომეტრია და შესაბამისად ვიყენებთ იღლიის არეში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით ფსიქოგენური ცხელების დროს, მშობლები ყოველ 10 წუთში ერთხელ ზომავენ ტემპერატურას და თუ დავაკვირდებით დღის განმავლობაში ტემპერატურას ახასიათებს ცირკადული რიტმი - ანუ დილით შეიძლება იყოს ნორმა, შუადღით ავიდეს 40 გრადუსამდე და საღამოს ისევ თავისით დავარდება,“ – ამბობს მიქელაძე.