ავტორი:

შოკისმომგვრელი კადრები და სასწაულებრივი გადარჩენა: სარბოლო ავტომობილმა დამცავი ღობე გაგლიჯა, ჰაერში რამდენჯერმე გადატრიალდა და დაიშალა (ფოტოები)

შოკისმომგვრელი კადრები და სასწაულებრივი გადარჩენა: სარბოლო ავტომობილმა დამცავი ღობე გაგლიჯა, ჰაერში რამდენჯერმე გადატრიალდა და დაიშალა (ფოტოები)

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც რბოლის დროს, Porsche-ს სარბოლო ავტომობილი მაღალი სიჩქარით გადადის ტრასიდან, ხეებს ეჯახება და ცეცხლის ალში ეხვევა.

მანუელ ჟილ დელ რეალი №270 Porsche-ს მართავდა, როდესაც კალიფორნიაში, “WeatherTech Raceway Laguna Seca“-ს ავტოდრომზე, სავარაუდოდ, მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლის გამო, გამო მისი ავტომობილი ჯერ ჰაერში ავარდა შემდეგ კი ტრასიდან გადავიდა.

მაყურებლები შოკირებულნი ადევნებდნენ თვალს, თუ როგორ გადაბრუნდა ავტომობილი, რომელმაც სრულად გაანადგურა დამცავი ღობე. Porsche- ჰაერში რამდენჯერმე გადატრიალდა , ნაწილები მიმოფანტა და ხეებში გაუჩინარდა, ადგილზე კი კვამლის დიდი ღრუბელი დატოვა.

თავად დელ რეალი საბედისწერო ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა. იგი ვერტმფრენით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს., სადაც შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა უტარდება, საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არცერთი მაყურებელი ან ავტოდრომის პერსონალი არ დაშავებულა.

წყარო