ბაჰამის კუნძულების ხელისუფლებამ განაცხადა რომ იპოვეს იმ ოჯახის წევრებს ოთხი ცხედარი, რომლებიც ბაჰამის სანაპიროსთან გაუჩინარებული მცირე ზომის თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით თვითმფრინავი კუნძულ გრეით-ჰარბორ-ქეიდან გასულ ორშაბათს, დაახლოებით დილის 10:12 საათზე აფრინდა და მაიამი-დეიდის ოლქში მდებარე მაიამის აღმასრულებელ აეროპორტში მიფრინავდა. საჰაერო ხომალდთან უკანასკნელი კონტაქტი დილის 11:04 საათზე, კუნძულ ანდროსის დასავლეთით დამყარდა.
სამეფო ბაჰამის თავდაცვის ძალების ცნობით, გარდაცვლილთა ცხედრები სამშაბათს იპოვეს.
ნათესავის თქმით, ბორტზე მყოფი პილოტი 80 წლის მარიო ლამარი, მისი მეუღლე - 79 წლის ლილი ლამარი და მათი შვილიშვილები 28 წლის სოფია სოსა და 22 წლის კრისტიან სოსა იმყოფებოდნენ. ოჯახის წევრები ბაჰამებზე გატარებული უქმეების შემდეგ, შინ მაიამის სახლში ბრუნდებოდნენ.