ავტორი:

აშშ-მა ხუთი ირანული ტანკერი გაანადგურა, საპასუხოდ ირანმა იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზა დაბომბა - რა ხდება ცხელ წერტილში

აშშ-მა ხუთი ირანული ტანკერი გაანადგურა, საპასუხოდ ირანმა იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზა დაბომბა - რა ხდება ცხელ წერტილში

აშშ-მა ხუთი ირანული ტანკერი გაანადგურა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ხუთი ირანული ნედლი ნავთობის გადამზიდი ტანკერი გაანადგურეს, მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო გემზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა ორჯერ სცადა.

„აშშ-ის სამხედრო გემმა წარმატებით აირიდა ირანის თავდასხმის მცდელობები და რეგიონული წყლების პატრულირება განაგრძო“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკული სამხედრო პერსონალი არ დაშავებულა.

  • საპასუხოდ ირანმა იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანულ ტანკერებზე თავდასხმის საპასუხოდ იორდანიაში, ალ აზრაკის სამხედრო ბაზას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. ასევე, ირანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ორ სამხედრო გემს დაარტყეს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ბაჰრეინთან და ქუვეითთან მყოფი ნავთობტანკერები გააფრთხილა.

„ვაფრთხილებთ ქუვეითისა და ბაჰრეინის პორტების მახლობლად მყოფი ნავთობტანკერების ეკიპაჟის წევრებს, დაუყოვნებლივ დატოვონ გემები“, - განაცხადა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

იორდანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ გაშვებული 20 ბალისტიკური რაკეტიდან 18 ჩამოაგდო, ხოლო ორი რაკეტა დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. იორდანიაში ირანის იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.