ავტორი:

სარკინიგზო კატასტროფა პოლონეთში, არის მსხვერპლი - 20-მა მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო

სარკინიგზო კატასტროფა პოლონეთში, არის მსხვერპლი - 20-მა მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო

პოლონეთში, სარკინიგზო გადასასვლელზე, სამგზავრო მატარებელი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

მოგვიანებით გავრცელებულ კადრებში რელსებიდან გადასული მატარებელი ჩანს, რომლის გარშემოც მაშველები დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევენ.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, პიოტრ მალეფშაკის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი სატვირთო ავტომობილის მძღოლი გახდა, რომელსაც მზის სხივებმა მოსჭრა თვალი.

სულ მატარებელში, რომელიც ექვსი ვაგონისგან შედგებოდა, დაახლოებით 120 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულთა შორის სატვირთოს მძღოლი და მატარებლის მემანქანეც არიან. დაზარალებულების საავადმყოფოში გადასაყვანად ორი სამედიცინო ვერტმფრენის გამოყენება გახდა საჭირო. ამ დროისთვის ოთხი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მატარებელი აღმოსავლეთ ქალაქ ლუბლინიდან ჩრდილოეთ პორტ შჩეცინისკენ გადაადგილდებოდა.

წყარო