ინტერნეტში შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, როგორ ხტება მამაკაცი დაახლოებით 9 მეტრის სიმაღლიდან კაშხალში, თუმცა ილეთის შესრულებისას იგი ლოდებს ეჯახება და ორივე ფეხს იმტვრევს.
32 წლის პუშპენდრა, უტარ-პრადეშის შტატში, კაშხალს მეგობრებთან ერთად სწორედ ამ სახიფათო ვიდეოს გადასაღებად ეწვია, რომელი მოგვიანებით სოციალურ ქსელებში უნდოდა აეტვირთა.

კადრებში თეთრ მაისურსა და ჯინსებში გამოწყობილი მამაკაცი ჩანს, რომელიც მოაჯირზე გადადის და ნახტომისთვის ემზადება. ნახტომამდე წამებით ადრე, ერთ-ერთმა მეგობარმა იხუმრა კიდეც: “ღმერთმა განუსვენოს შენს სულს“.
პუშპენდრა დაახლოებით 9 მეტრის სიმაღლიდან გადახტა როგორც ჩანს, ვარაუდობდა, რომ ღრმა წყალში ჩავარდებოდა. თუმცა, ადგილი მეჩხერი და კლდოვანი აღმოჩნდა, რის გამოც იგი ლოდებს შეასკდა და ორივე ფეხი მოიტეხა.

პუშპენდრამ ნაპირისკენ ცურვით მოღწევა შეძლო და წყლიდან გამოსვლა რკინის ღეროზე ხელის ჩაჭიდებით მოახერხა, რის შემდეგაც მას გამვლელები დაეხმარნენ.
მოგვიანებით დაზარალებულმა აღიარა, რომ მსგავსი ილეთები წარსულშიც გაუკეთებია, თუმცა ვერ წარმოედგინა, თუ კაშხალთან წყალი ასეთი მეჩხერი იქნებოდა.
პოლიციის ცნობით, მომხდარზე პირველადი მოკვლევა უკვე ჩატარდა და შემდგომი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.