ავტორი:

ეგვიპტეში 4300 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს - რა აღმოჩნდა ნეკროპოლისში, რომელიც მოსამართლეს და მის შვილს ეკუთვნოდა

ეგვიპტეში 4300 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს - რა აღმოჩნდა ნეკროპოლისში, რომელიც მოსამართლეს და მის შვილს ეკუთვნოდა

ეგვიპტურ-ესპანურმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კაიროს სიახლოვეს 4300 წლის სამარხი აღმოაჩინა, რომელიც მოსამართლესა და მის მამას ეკუთვნოდა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

სამარხს დედაქალაქის სამხრეთით მდებარე ვრცელ ნეკროპოლისში, საკარაში მიაგნეს. ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს განცხადებით, იგი ფარაონ ჯედკარა ისესის მმართველობის პერიოდით თარიღდება. ჯედკარა V დინასტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მმართველი იყო, რომელმაც ძვ. წ. XXIV საუკუნეში მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რეფორმები გაატარა.

აკლდამა იუნმენისთვის, მაღალი რანგის მოხელისთვის არის აგებული, რომლის მოვალეობებშიც სამეფოს ქვეშევრდომთა საჩივრების მოსმენა და სახელმწიფოს წინაშე მათი განხილვა შედიოდა.

  • ახლად აღმოჩენილი სამარხი, რომელსაც, როგორც წესი, ელიტური მოხელეებისთვის აგებდნენ ორ დასაკრძალ სამლოცველოს მოიცავს: ერთი იუნმენის ეკუთვნის, ხოლო მეორე მის მამას, იტის - უფროსი მწერალს, რომელიც სოფლის მეურნეობის მიწებსა და შესაწირს მეთვალყურეობდა.

იუნმენის სამლოცველო შემკულია ოსტატურად ამოკვეთილი რელიეფებით, რომლებზეც მომუშავე ფერმერები, შესაწირის გადამზიდი მსახურები და დაკრძალვის რიტუალები არის გამოსახული. სამინისტროს ცნობით, უდაბნოს ქვიშის ქვეშ გატარებული 40-ზე მეტი საუკუნის მიუხედავად, ბევრ ნახატს თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული.

მეზობელ სამლოცველოში, რომელიც იტის ეძღვნება, შემორჩენილია შესაწირის სცენების მოხატულობის კვალი და ე.წ. “ცრუ კარი“ სიმბოლური კარიბჭე, საიდანაც, ძველი ეგვიპტელების რწმენით, მიცვალებულები ცოცხლებისგან საზრდოს იღებდნენ.

წყარო