ავტორი:

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე - "ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს"

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე - "ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს"

"ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა.

"მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება ცალსახაა. ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად გასამართლდებიან“, - ასე უპასუხა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის“ მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი "გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, "რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.