ავტორი:

"ფილმზე მუშაობა "გურული დღიურების" ინსპირაციით დაიწყო" - ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმ "გურიას" მსოფლიო პრემიერა გაიმართა

"ფილმზე მუშაობა "გურული დღიურების" ინსპირაციით დაიწყო" - ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმ "გურიას" მსოფლიო პრემიერა გაიმართა

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმის, "გურიის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

ფილმი ფესტივალის სექციაში, Venice Spotlight-ში არის წარმოდგენილი.

"გურიის“ პრემიერას ვენეციის კინოფესტივალის სტუმრები, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ამის თაობაზე მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

"გურიას" - მსოფლიო პრემიერა ვენეციის ფესტივალზე.თავის დროზე, 2018 წელს, ფილმზე მუშაობა #გურულიდღიურები - ის ინსპირაციით დაიწყო. სცენარის თანაავტორი მეც გახლავართ.

ლევან კოღუაშვილის ფილმი რამდენიმე ქვეყნის - საქართველო, შვეიცარია, ნორვეგია, თურქეთი, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, საუდის არაბეთი - ერთობლივი ნამუშევარია".

შეგახსენებთ, "გურია“ საქართველომ "ოსკარზე“ წარადგინა.