ავტორი:

ნიღბიანმა თავდამსხმელებმა არასწორი სახლი ააფეთქეს — ოჯახი ცხრა თვის შემდეგაც საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება

ნიღბიანმა თავდამსხმელებმა არასწორი სახლი ააფეთქეს — ოჯახი ცხრა თვის შემდეგაც საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება

ინგლისში, ქალაქ ბერიში, ნარკოდილერების დავალებით მოქმედი ორი ნიღბიანი მამაკაცი სრულიად უდანაშაულო ოჯახის სახლს დაესხა თავს. თავდამსხმელებმა შენობას ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

სახლის მეპატრონეები, სტიუარტ და კლერ მარსდენები, იმ რამეს შენობაში იმყოფებოდნენ, როდესაც ხმაური გაიგეს. სტიუარტი გარეთ გავიდა და აღმოაჩინა, რომ ცეცხლი სწორედ მათ სახლს ეკიდა. საბედნიეროდ, წყვილის შვილები იმ ღამეს სახლში არ იყვნენ. თავად სტიუარტმა ცეცხლის დანახვისთანავე ცოლს საწოლიდან ადგომა სთხოვა და საგანგებო სამსახურში დარეკა.

მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა შეძლეს, თუმცა ზარალმა 113 000 ფუნტი შეადგინა. თავდასხმიდან ცხრა თვის შემდეგაც კი სახლი საცხოვრებლად უვარგისია.

„ყველაფრის ხელახლა აშენებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ეს არ დამიმსახურებია“, — ამბობს სტიუარტ მარსდენი.

საქმეზე დაკავებულია 45 წლის ჯოდი ლინემი. პოლიციამ შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი მოიპოვა, რომელშიც ჩანს, როგორ უახლოვდება ის მეორე, ჯერ კიდევ დაუდგენელ მამაკაცთან ერთად სახლს 18 იანვარს, დაახლოებით ღამის 1:40 საათზე.

სასამართლომ დაადგინა, რომ ლინემი და მისი თანამზრახველი ნარკოდილერების დავალებას ასრულებდნენ. მათი მიზანი კონკურენტი დილერის დაშინება და მისთვის „მესიჯის გაგზავნა“ იყო, თუმცა საბოლოოდ სამიზნე შეეშალათ.

ადვოკატის თქმით, ლინემი თავდასხმის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისივე განცხადებით, იგი ჩადენილს გულწრფელად ნანობს.

წყარო