ავტორი:

პირველად მიმდინარე კონფლიქტის დროს, ირანმა აშშ-ის სამხედრო ხომალდების წინააღმდეგ ელექტრო-ოპტიკური რაკეტები გამოიყენა - რა ვიცით რაკეტა “ყასემ ბასირზე“

პირველად მიმდინარე კონფლიქტის დროს, ირანმა აშშ-ის სამხედრო ხომალდების წინააღმდეგ ელექტრო-ოპტიკური რაკეტები გამოიყენა - რა ვიცით რაკეტა “ყასემ ბასირზე“

ოფიციალური პირების ცნობით, ირანმა ამერიკულ ხომალდებზე თავდასხმისას ახალი ელექტრო-ოპტიკური რაკეტები გამოიყენა. ეს ნაბიჯი თეირანის მიერ რეგიონში მყოფი ამერიკული სამხედრო გემების წინააღმდეგ წამოწყებული საპასუხო კამპანიის ნაწილია.

9 სექტემბერს, ღამით ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ იერიშების ტალღა განახორციელა, სამიზნეში ამოიღეს იორდანიაში განთავსებული აშშ-ის ძალები და ჰორმუზის სრუტესთან მყოფი 10 ამერიკული ხომალდი.

გამოცემა “The Telegraph“ -ის ცნობით, ხომალდებზე თავდასხმისას ირანმა ელექტრო-ოპტიკური სამიზნე სისტემებით აღჭურვილი რაკეტები გამოიყენა. რაკეტები სამიზნის მაღალი სიზუსტით აღმოსაჩენად და დასარტყმელად კამერებსა და სინათლის სენსორებს იყენებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობამ იერიშის ფაქტი დაადასტურა. თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით, დარტყმის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, იორდანიის მიმართულებით გაშვებული ირანული რაკეტები ჰაერშივე გაანეიტრალეს.

თეირანის ეს იერიშები საპასუხო ნაბიჯია იმ ამერიკულ დარტყმებზე, რომელთა დროსაც ირანის ხარგის კუნძულთან ხუთი ტანკერი განადგურდა.

გასული წლის ბოლოს ირანმა უკვე წარადგინა ბალისტიკური რაკეტა “ყასემ ბასირი“ რომელსაც, გავრცელებული ცნობებით, სამიზნეზე ზუსტი დარტყმა GPS სისტემის გარეშეც შეუძლია. თეირანის მტკიცებით რაკეტის სენსორები მაღალ სიზუსტეს GPS-ის გამოყენების გარეშე უზრუნველყოფენ, რაც ელექტრონული დაბრკოლებების (ჯამინგის) სისტემებისთვის მისი ჩამოგდებას მნიშვნელოვნად ართულებს.

ჯერჯერობით ზუსტად უცნობია, იყო თუ არა ღამის იერიშისას გამოყენებული იარაღი სწორედ “ყასემ ბასირი“.

ამასთანავე, “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ნავთობტანკერებსა და ბაზებზე მოსალოდნელი იერიშების შესახებ განაცხადა და ეკიპაჟის წევრებს გემების დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

წყარო