ავტორი:

დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალი 300-მეტრიანი საკრუიზო ლაინერი საფრანგეთის პორტში დამცავ კედელს შეეჯახა - ინციდენტის დეტალები

დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალი 300-მეტრიანი საკრუიზო ლაინერი საფრანგეთის პორტში დამცავ კედელს შეეჯახა - ინციდენტის დეტალები

საფრანგეთის ერთ-ერთ პორტში, უამინდობის გამო, დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალი 300-მეტრიანი საკრუიზო ლაინერი დამცავ კედელს შეეჯახა. კადრებში ჩანს, როგორ მიცურავს უკუსვლით ხმელეთისკენ გერმანული კომპანიის მფლობელობაში არსებული AIDAperla ( 3 000-ზე მეტი მგზავრის გადაყვანაზე გათვლილი ხომალდი ) მას შემდეგ, რაც ძლიერმა ქარმა იგი ლე ჰავრის პორტში სადგომიდან მოწყვიტა.

125,000-ტონიანი გიგანტური ხომალდის შეჩერებისა და წინ წაწევის ამაო მცდელობის მიუხედავად, იგი მაინც შეეჯახა დამცავ კედელს. გერმანული გამოცემების, BILD-ისა და TAG24-ის ცნობით, ინციდენტის დროს ბორტზე ათასობით მგზავრი იმყოფებოდა.

საბედნიეროდ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ის მგზავრები, რომლებიც ნაპირზე იმყოფებოდნენ, ხომალდზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. დაახლოებით 500 სტუმარი გემის ხელახლა უსაფრთხოდ დამაგრებას ავტობუსებში ელოდებოდა.

გეგმის მიხედვით, ლაინერს შემდეგი გაჩერება საუთჰემპტონში უნდა ჰქონოდა, ამჟამად სანამ ზიანის ზუსტი მასშტაბის დასადგენად შემოწმება მიმდინარეობს, გემი პორტში რჩება.

მედიის ცნობებით, ინციდენტის დროს ქარის სიჩქარე პორტში 30 მ/წმ-ს აღწევდა. ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე, 300-მეტრიანი ლაინერი ნავსადგურს მოსწყდა, რისი მიზეზიც მისი დამჭერი ტროსები გაწყვეტა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, გემის ორი ტრაპის ნაწილი წყალში ჩავარდა და ლაინერის გვერდით ეკიდა, სანამ იგი აკვატორიაში დაცურავდა.

ხომალდის მაქსიმალური ტევადობა 4 333 მგზავრია, თუმცა უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე ამ კონკრეტული კრუიზის დროს.

წყარო