წუხელ თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული და ახლა არკვევენ ამ შემზარავი მკვლელობის დეტალებს.
მოკლულია 17 წლის დავით ნარიმანიძე. არსებული ინფორმაციით, მას თანატოლმა დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, დაჭრილი ახალგაზრდა გამთენიას ქუჩაში მოკლული ნახეს. ბრალდებულიც არასრულწლოვანია.დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.
"უჩხუბიათ რაღაც სადღეგრძელოს გამო, შენ ფეხზე რატომ არ ადექიო და დაუწყია ჩხუბი, მერე დაჭრა დანით და გაიქცა. დანარჩენებიც გაიქცნენ იქიდანო, ასე ამბობენ. დანით ჭრილობები მიაყენეს ბავშვს, ყელიც გამოუჭრია დამნაშავეს. არ ვიცი პოლიციაში ვინ დარეკა, ფაქტი ის არის რომ კიდევ ერთი ოჯახი ასე გამწარდა. შვილი აღარ ჰყავს, ვერც მეგობრებმა დაიცვეს," - ამბობს მოქალაქე. განაგრძეთ კითხვა
იხილეთ ასევე: