რუსეთის სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დრონებით იერიშის შედეგად სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
მანამდე, სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა საჰაერო საფრთხის შესახებ გამოაცხადა.
ასევე, დრონებით დარტყმის შედეგად სარატოვის ოლქში მდებარე კომპანია OZON-ის საწყობი დაზიანდა.
როგორც კომპანიაში აღნიშნეს, საწყობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა და თანამშრომლების ევაკუაცია გახდა საჭირო. მათივე თქმით, დაშავებულები არ არიან.