ავტორი:

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საპენსიო ფონდის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში საპენსიო ფონდის ჯამურმა აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა - აქედან, 7.0 მილიარდი ლარი მონაწილეების, დამსაქმებლებისა და სახელმწიფოს კონტრიბუციებია, 3.0 მილიარდი ლარი კი ფონდის საინვესტიციო მოგება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საპენსიო ფონდი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ფუნქციონირებს. არსებობის განმავლობაში კუმულაციურმა ნომინალურმა ამონაგებმა 113.8% შეადგინა, ხოლო ინფლაციის გათვალისწინებით რეალურმა ამონაგებმა 40.5%-ს მიაღწია. გაწლიურებული მაჩვენებლები, შესაბამისად, 10.4% და 4.5%-ია. რეალური ამონაგებით (ინფლაციის გათვალისწინებით). ამ მაჩვენებლით, საქართველოს საპენსიო ფონდი OECD-ის ქვეყნებს შორის მე-4 ადგილზეა.

„საქართველოს საპენსიო ფონდი სამ განსხვავებული რისკიანობის პორტფელს მართავს, რომელთა არჩევაც, მონაწილეს სურვილისამებრ შეუძლია. დაბალანსებული (საშუალორისკიანი) და დინამიკური (მაღალრისკიანი) პორტფელები 2023 წლის აგვისტოში შეიქმნა. მათი შექმნის დღიდან 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით სამივე პორტფელის მომგებიანობა საკმაოდ მაღალია:

დინამიკური პორტფელი - ნომინალური კუმულატიური ამონაგები 50.9%, ინფლაციის გათვალისწინებით რეალური ამონაგები კი 34.2% (გაწლიურებული ნომინალური: 14.3%, ხოლო რეალური 10.0%);

დაბალანსებული პორტფელი - ნომინალური კუმულატიური ამონაგები 46.2%, ინფლაციის გათვალისწინებით რეალური ამონაგები კი 30.0% (გაწლიურებული ნომინალური: 13.2%, ხოლო რეალური 8.9%);

კონსერვატიული პორტფელი - ნომინალური კუმულატიური ამონაგები 41.4%, ინფლაციის გათვალისწინებით რეალური ამონაგები კი 25.7% (გაწლიურებული ნომინალური: 11.9%, ხოლო რეალური 7.7%);“- ნათქვამია ინფორმაციაში.

(NS)