ავტორი:

2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში რუსულმა ნედლმა ნავთობმა საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტის 100%, ხოლო სირიაში 99.8% შეადგინა - ალექს რაუფოღლუ უკრაინის მთავრობაზე დაყრდნობით

2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში რუსულმა ნედლმა ნავთობმა საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტის 100%, ხოლო სირიაში 99.8% შეადგინა - ალექს რაუფოღლუ უკრაინის მთავრობაზე დაყრდნობით

2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში რუსულმა ნედლმა ნავთობმა საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტის 100%, ხოლო სირიაში 99.8% შეადგინა, - ინფორმაციას "რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში უკრაინის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის მთავრობის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში 4.6 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის იმპორტი განხორციელდა, რაც მთელი მსოფლიოდან საქართველოში იმპორტირებული ნედლი ნავთობის 100%-ია.

რუსეთიდან იმპორტირებული ნედლი ნავთობის წილით მეორე ადგილს სირია იკავებს, სადაც რვა თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 13.5 მილიონი ბარელი იყო.

უნგრეთსა და სლოვაკეთში 2026 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში რუსეთიდან 11.7 მილიონი ბარელი ნავთობი შევიდა. უნგრეთის შემთხვევაში იმპორტირებული რუსული ნედლი ნავთობის წილი 93%-ია, ხოლო სლოვაკეთში 65%.

ასევე, უკრაინის მთავრობის მონაცემების მიხედვით, ჩინეთმა რუსეთიდან 585 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის, ხოლო ინდოეთმა 453 მილიონი ბარელის იმპორტი განახორციელა.