2026 წლის კალენდარული ზაფხული პლანეტაზე რეკორდულად ცხელი აღმოჩნდა, აგვისტოში კი კიდევ რამდენიმე ტემპერატურული რეკორდი დამყარდა, - განაცხადეს 10 სექტემებერს ევროპელმა მეცნიერებმა.
2025 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად, გლობალურმა დათბობამ აგვისტოში გადააჭარბა +1,5°C ნიშნულს 1850 - 1900 წლების ინდუსტრიამდელ დონესთან შედარებით - ეს არის პირველი ზღვარი კლიმატის კატასტროფული ცვლილებებისაკენ მიმავალ გზაზე, რომლის შეკავებაზეც, 2015 წლის პარიზის შეთანხმებით, მსოფლიოს ყველა ქვეყანა შეთანხმდა.
თბება არა მხოლოდ ჰაერი, არამედ ოკეანეც, რაც განსაკუთრებით აშფოთებთ მეცნიერებს, ვინაიდან ის დედამიწის ზედაპირის 70%-ზე მეტს ფარავს და ბოლო ათწლეულების ჭარბი გლობალური დათბობის 90% შთანთქა.
ზაფხულის ბოლო თვეს მისი ზედაპირის საშუალო ტემპერატურა პოლარულ განედებს მიღმა არა მხოლოდ ყველაზე მაღალი აღმოჩნდა აგვისტოსთვის, არამედ გაამეორა წლის ყველა თვეს შორის აბსოლუტური რეკორდი, რომელიც 2024 წლის მარტში დამყარდა, - ნათქვამია ევროპის საშუალო ვადიანი ამინდის პროგნოზების ცენტრის (ECMWF) ყოველთვიურ ანგარიშში.
და ეს ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე წყნარ ოკეანეში ჩამოყალიბებული ელ-ნინიოს ფენომენი სრული მასშტაბით გამოვლინდებოდა. იგი გაძლიერებას განაგრძობს და ემუქრება, რომ დაკვირვების მთელი ისტორიის განმავალობაში, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გახდება.
"2026 წლის აგვისტო კლიმატური დაკვირვებების ისტორიაში გამორჩეული თვეა. იგი გახდა როგორც ყველაზე თბილი აგვისტო, ისე ყველაზე თბილი თვე გაზომვების მთელ ისტორიაში“, - განაცხადა ECMWF-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა საგანთა ბერჯესმა.
"მსოფლიო ოკეანის ზედაპირის რეკორდულ ტემპერატურასთან და დასავლეთ ევროპაში დაკვირვების მთელ ისტორიაში ყველაზე თბილ ზაფხულთან კომბინაციაში, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ კლიმატის ცვლილება აძლიერებს ექსტრემალურ მოვლენებს როგორც ატმოსფეროში, ისე ოკეანეებში, ხოლო შედეგები სულ უფრო მეტად აისახება ადამიანებზე, ეკონომიკასა და ეკოსისტემებზე მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა მან.
ევროპა მთელ პლანეტაზე სწრაფად თბება. განსაკუთრებით იქ, სადაც ადრე ყოველთვის ციოდა.
განსაკუთრებით დაზარალდა დასავლეთ ევროპა, რომელმაც მაისიდან მოყოლებული სიცხის სულ მცირე ხუთი მძლავრი ტალღა გადაიტანა. საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის ბევრ რაიონში ნორმალური წვიმა თვეების განმავლობაში არ უნახავთ. მინდვრები გადაიწვა, მდინარეები დაშრა.
მხოლოდ პორტუგალიაში, საბერძნეთში, თურქეთსა და კვიპროსზე, ასევე ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთითა და რუსეთის დასავლეთით აღმოჩნდა ზაფხული ჩვეულებრივზე ნალექიანი, აღნიშნავს ECMWF.
ხოლო დასავლეთ ევროპაში 2026 წლის ზაფხული დაკვირვების მთელ ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო და 20-ზე მეტი წლის წინანდელ რეკორდს გადააჭარბა. წყარო
იხილეთ ასევე: