საუბედუროდ დღე არ გადის ტრაგედიების გარეშე - მორიგ ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტრაგედია წყნეთის გზატკეცილზე მოხდა, დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი, 20 წლის ლაზერე (ლადო) ქოქიაური.
როგორც ფაქტის თვითმხილველი ამბობს, "შკოდას" მარკის ავტომობილი საპირისპირო გზაზე მიმავალ მოტოციკლს შეეჯახა.
"შევესწარი ამ საშინელ ავარიას. "შკოდას" მარკის ავტომანქანა შეეჯახა თავის გზაზე მყოფ მოტოციკლს. საპირისპირო მხარეს გადავიდა "შკოდა" და ასე დაეჯახა. თვალებიდან არ ამომდის. საშინლად განვიცდი", - ამბობს ფაქტის თვითმხილველი.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
“ჩემი ბავშვობის მეგობარი აღარ მყავს, შოკირებული ვარ, გააზრებაც მიჭირს. გუშინ გახდა 20 წლის ლადო და ახლა დღეს ცოტა ხნის წინ დაასრულა სიცოცხლე. მართლა მიჭირს გააზრებაც კი, ძალიან მძიმეა ჩემთვის ამაზე საუბარი. საშინელ დღეში ვარ. მანქანამ გადაუჭრა გზაზე და დაარტყა. 20 წლის ლადო ქოქიაური იჯდა მოტოციკლზე, საავადმყოფოში გადაყვანის დროს გზაში გარდაიცვალა. აღარ გვყავს, დამთავრდა, ჩვენი პატარა ვარსკვლაბიჭუნა აღარ არის”, - მითხრა მეგობარმა. გააგრძელეთ კითხვა