ავტორი:

ლიონელ მესის საფეხბურთო ბიზნესი: არგენტინელი უკვე მეორე ესპანურ კლუბს ყიდულობს - რა ხდება ცნობილი?

ლიონელ მესის საფეხბურთო ბიზნესი: არგენტინელი უკვე მეორე ესპანურ კლუბს ყიდულობს - რა ხდება ცნობილი?

ლიონელ მესიმ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის კლუბ "ელდენსეს“ აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ კლუბმა ოფიციალურად განაცხადა.

"ელდენსეს“ განცხადებით, შეთანხმება Grupo TH Soluciones-ის საკუთრებაში არსებული აქციების შეძენას ითვალისწინებს. გარიგება ჯერ საბოლოოდ დასრულებული არ არის და მისი ძალაში შესვლა რამდენიმე იურიდიული და სახელშეკრულებო პროცედურის გავლაზეა დამოკიდებული. მათ შორისაა კომპანიის საქმიანობის სათანადო შემოწმება და ესპანეთის ეროვნული სპორტის საბჭოს (CSD) თანხმობის მიღება.

გარიგების დასრულების შემთხვევაში, "ელდენსე“ ესპანეთში მეორე კლუბი გახდება, რომელშიც ლიონელ მესი ინვესტიციას განახორციელებს. არგენტინელმა ფეხბურთელმა აპრილში კატალონიური "კორნელია“ შეიძინა, რომელიც ესპანეთის მეხუთე ლიგაში ასპარეზობს.

რაც შეეხება "ელდენსეს“, გუნდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებული ოთხი მატჩიდან მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა და ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილს იკავებს. სეზონის დასაწყისში კლუბმა მთავარი მწვრთნელი კლაუდიო ბარაგანი გაათავისუფლა.

მესი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ მიიჩნევა. ესპანურ ფეხბურთში ინვესტიცია მისმა მთავარმა სპორტულმა მეტოქემ, კრიშტიანუ რონალდუმაც განახორციელა - პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თებერვალში ესპანური "ალმერიის“ აქციების 25 პროცენტი შეიძინა.

წყარო