ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩატარდება, - განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ "შეიარაღებული ძალების“ მასშტაბური ოპერატიულ-ტაქტიკური წვრთნების ჩატარების გეგმა დაამტკიცა.
წვრთნები 12-16 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებიც მიიღებენ.
"წვრთნები არტილერიის, ჯავშანტექნიკისა და ავიაციის გამოყენებით ჩატარდება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ტექნიკის განადგურების, მართვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში