ავტორი:

"თბილისი-დუბაის რეისზე ტურბულენტობა უფრო გახშირდა... ძლიერი შტორმები, ქარიშხლები, უეცარი უამინდობა პირდაპირ აისახება“ - როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება ფრენებზე?

"თბილისი-დუბაის რეისზე ტურბულენტობა უფრო გახშირდა... ძლიერი შტორმები, ქარიშხლები, უეცარი უამინდობა პირდაპირ აისახება“ - როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება ფრენებზე?

"კლიმატის ცვლილება ავიაციის ინდუსტრიისთვის ორმაგ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ერთის მხრივ, თავად სექტორი არის სათბური აირების ემისიის მნიშვნელოვანი წყარო, ხოლო მეორეს მხრივ, გლობალური დათბობით გამოწვეული მოვლენები სულ უფრო მეტად ართულებს ფრენებსა და ავიაციის ინფრასტრუქტურის მუშაობას“, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ავიაციის სფეროს ექსპერტმა, იასე ზაუტაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ტემპერატურის მატება, ტურბულენტობის გახშირება, ძლიერი შტორმები, ქარიშხლები და უეცარი უამინდობა პირდაპირ აისახება როგორც ფრენების უსაფრთხოებასა და კომფორტზე, ისე ავიაკომპანიების საოპერაციო ხარჯებზე.

"ავიაციის ინდუსტრიისთვის ეს ორმაგი გამოწვევაა. ერთის მხრივ, ეს სექტორი თავად არის სათბური აირების ემისიის მნიშვნელოვანი წყარო და ვალდებულია, რომ შეამციროს გარემოზე ზემოქმედება, ხოლო მეორეს მხრივ, გლობალური დათბობით გამოწვეული ცვლილებები პირდაპირ აუარესებს ფრენის პირობებს და მთლიანად ინფრასტრუქტურის მდგრადობას.

ტემპერატურის მატება პირდაპირ კავშირშია ასაფრენი მასის შეზღუდვასთან. ცხელი ჰაერი ნაკლებად მკვრივია, რაც ამცირებს თვითმფრინავის ამწევ ძალას.

მაღალი ტემპერატურის დროს თვითმფრინავებს სჭირდებათ უფრო გრძელი ასაფრენი ბილიკი ან იძულებული არიან შეამცირონ ასაფრენი წონა“, - აღნიშნა ექსპერტმა. გააგრძელეთ კითხვა