ავტორი:

“დუშეთის საკრებულომ მთხოვა თანხმობა დამედასტურებინა “დუშეთის საპატიო მოქალაქეობაზე“, დავთანხმდი - მავანთ არ მოეწონათ მთავრობის მიმართ ჩემი დამოკიდებულება და წინა საღამოს უარით დამირეკეს“ - ასმათ ტყაბლაძე

“დუშეთის საკრებულომ მთხოვა თანხმობა დამედასტურებინა “დუშეთის საპატიო მოქალაქეობაზე“, დავთანხმდი - მავანთ არ მოეწონათ მთავრობის მიმართ ჩემი დამოკიდებულება და წინა საღამოს უარით დამირეკეს“ - ასმათ ტყაბლაძე

მსახიობი ასმათ ტყაბლაძე ფეისბუქზე მის გულშემატკივრებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ დუშეთის საკრებულომ თხოვნით მიმართა, მიეღო მათი წინადადება და თანხმობა განეცხადებინა “დუშეთის საპატიო მოქალაქის“ წოდებაზე.

  • როგორც მსახიობი წერს, მან საკრებულოს წერილობითი თანხმობა გაგზავნა, თუმცა, მას შემდეგ რაც გაარკვიეს მისი დამოკიდებულება არსებული მთავრობის მიმართ, საპატიო მოქალაქეობის წოდების მინიჭებაზე დუშეთის საკრებულომ უარი განუცხადა.

“ჩემს ფეის მეგობრებს და ჩემს ერთგულ ნაცნობ მეგობრებს მინდა ვუთხრა, რომ დუშეთის კულტურის განყოფილებიდან არ ყოფილა ჩემთან არანაირი სატელეფონო ზარი. მე დამირეკეს დუშეთის საკრებულოდან და მთხოვეს რომ თანხმობა დავადასტურო “დუშეთის საპატიო მოქალაქეობაზე“. სიმართლე გითხრათ უარის თქმა მინდოდა, რადგანაც არ ვარ მოტრფიალე მთავრობების მიერ მინიჭებული რეგალიებისა, მაგრამ ისე ამიხსნეს, რომ ვიფიქრე ჩემ საყვარელ დუშელ ხალხს არ ვაწყენინო და დავთანხმდი წერილობით.

მავანთ არ მოეწონათ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციები და წინა საღამოს უარით დამირეკეს. ვინ სთხოვდა, ჯერ გაერკვიათ მთავრობის მიმართ ჩემი დამოკიდებულება და მერე დაერეკათ ჩემთვის. ეს საქციელი მათ სინდისზე იყოს, ღმერთი მაღალია და სამართლიანობას არჩევს. მე ღმერთს ვენდობი და ის განსჯის,“ - წერს ასმათ ტყაბლაძე.