ავტორი:

ახმეტაში ექიმი ნევროპათოლოგი პაციენტის მიმართვის საფუძველზე დააკავეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

ახმეტაში ექიმი ნევროპათოლოგი პაციენტის მიმართვის საფუძველზე დააკავეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

როგორც ცნობილი ხდება ახმეტაში ექიმი ნევროპათოლოგი, მაია კოხტაშვილი პაციენტის მიმართვის საფუძველზე დააკავეს.

“კახეთის ხმის“ ინფორმაციით, ექიმს მესამე პირზე რეცეპტის გაწერას ედავებიან. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, “მივიდა ადამიანი ვინც უთხრა რომ დედამისი იყო ჩავარდნილი და აუცილებლად სჭირდებოდა წამალი, რადგან დედამისი ვერ მოდიოდა პირადად ტკივილების გამო. ექიმს შეეცოდა და გაუწერა“, - დაკავების მიზეზიც ეს გახდა.

“ახმეტისთვის ძალიან სამარცხვინო ფაქტი მოხდა!ახმეტა პატარა მუნიციპალიტეტია და ყველამ ყველა ვიცით. ასევე ყველამ ვიცით საოცარი ექიმი, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი, გულისხმიერი, უკეთილშობილესი და უსაყვარლესი მაია კოხტაშვილი, რომელიც დააკავეს“, - ასე ეხმაურებიან ახმეტის მაცხოვრებლები ექიმის დაკავებას.

“ოთხი ერთმანეთზე უკეთესი შვილი გაზარდა, უანგაროდ დაეხმარა ძალიან ბევრ პაციენტს, უამრავ ადამიანს სიცოცხლის სურვილი დაუბრუნა და დღეს, ქვეყნის სირცხვილია სადაცაა მაია ექიმი,“- წერს ახმეტელი ახალგაზრდა კახი გიგაური.

ფოტო: კახეთის ხმა