არქეოლოგებს სჯერათ, რომ ათწლიანი გათხრების შემდეგ იესო ქრისტეს მოღვაწეობასთან დაკავშირებული ქალაქი აღმოაჩინეს. პროექტის აკადემიური დირექტორი აცხადებს, რომ ამ აღმოჩენაში “100%-ით დარწმუნებულია“.

“ელ-არაჯის გათხრების პროექტი“ მორდეხაი ავიამის ხელმძღვანელობით, გალილეის ზღვის (ტიბერიადის ტბის) სანაპიროზე მდებარე არქეოლოგიურ ობიექტზე 2016 წლიდან მიმდინარეობს. ბეთსაიდა, რომელიც კაპერნაუმთან ახლოს მდებარეობს, მოციქულების - პეტრეს, ანდრიასა და ფილიპეს მშობლიური ქალაქი იყო.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მკვლევრებმა “ელ-არაჯის“ ტერიტორიაზე ძველი ებრაული მეთევზეთა დასახლებისა და რომაული ეპოქის ქალაქის მრავალი ნაშთი გამოავლინეს.

პროექტის აკადემიურმა დირექტორმა და ბიბლიის მკვლევარმა, სტივენ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ წლევანდელმა გათხრებმა ობიექტის ახალი უბნები გამოაჩინა, სადაც რომაული პერიოდის ნანგრევები და კერამიკა აღმოჩნდა. არქეოლოგებმა ასევე მიაკვლიეს 200-ზე მეტ მონეტას, რომელთა შესწავლაც დასახლების დათარიღებას შეუწყობს ხელს.
გუნდმა ასევე აღმოაჩინა ებრაული ქვის ჭურჭელი, რომაული აბანო და ბიზანტიური ბაზილიკა, რომელზეც მოციქულ პეტრესთან დაკავშირებული წარწერაა ამოკვეთილი.


ნოტლის განმარტებით, ბეთსაიდი დროთა განმალობაში ებრაულ მეთევზეთა სოფელიდან, პატარა რომაულ ქალაქად იქცა. “ელ-არაჯის“ გათხრებმა ორივე ვარაუდი დაადასტურა, არქეოლოგებმა აქ თევზაობისთვის განკუთვნილი ათასობით ნივთი, ებრაული კულტურისთვის დამახასიათებელი ქვის ჭურჭელი და რომაული აბანო აღმოაჩინეს.
“ათწლიანი მუშაობის მიუხედავად, ადგილზე კიდევ ბევრი რამ არის აღმოსაჩენი,“ - აცხადებენ მკვლევრები.