“გიორგი ბარამიძე ქართველი პატრიოტია და მისთვის წარდგენილი ბრალი არის პოლიტიკური დევნის მორიგი აქტი ანტიქართული რეჟიმის მხრიდან“, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
ის დაკავებულ გიორგი ბარამიძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
“ჩემი სრული მხარდაჭერა გიას და მის ოჯახს! ჩემი სოლიდარობა გიას მეგობრებს და “ნაციონალურ მოძრაობას!“, - წერს გვარამია “ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.