ავტორი:

მძიმე კადრები ნეპალიდან - ლეოპარდი გალიიდან გაიქცა და ტყის მცველს დაესხა თავს

მძიმე კადრები ნეპალიდან - ლეოპარდი გალიიდან გაიქცა და ტყის მცველს დაესხა თავს

ნეპალში ლეოპარდი გალიიდან გაიქცა და ტყის მცველს თავს დაესხა. 57 წლის ბუდჰიჯუნგ გურუნგი ცხოველის შეჩერებას ცდილობდა, რა დროსაც ლეოპარდმა მას სახისა და მარცხენა ხელის არეში დაზიანებები მიაყენა.

შემთხვევა 10 სექტემბერს, ცენტრალურ ნეპალში, ლამჯუნგის რაიონში მოხდა. თავდასხმის ამსახველ ვიდეოში ჩანს, როგორ ებრძვის გურუნგი ლეოპარდს, მისი კოლეგა კი ცხოველის შეჩერებას ჯოხით ცდილობს.

  • გურუნგმა ცხოველისგან თავის დაღწევა შეძლო. გაქცევისას ლეოპარდმა მოტოციკლს გადაუარა და წაიქცა, თუმცა მალევე წამოდგა და ტერიტორიიდან გაიქცა.

ლეოპარდი თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე დჰუნგ ხოლას მახლობლად, ბესისაჰარის მუნიციპალიტეტში იპოვეს. ცხოველი მძიმე მდგომარეობაში იყო, რის გამოც მას დამამშვიდებელი საშუალება მისცეს და ველური ბუნების სამაშველო ცენტრში გადასაყვანად მოამზადეს.

თუმცა, ტრანსპორტირებისას მან გალიიდან გაქცევა მოახერხა და სწორედ ამ დროს დაესხა თავს ტყის მცველს.

წყარო